"ეფლმა" ახალი "აიპადის" და "აიპად-მინის" გამოსვლის თარიღი დაასახელა

"ეფლმა" ახალი თაობის ”აიპადის” გამოსვლის თარიღი და ოპერატიული სისტემა OS X-ის საფინალო ვერსიის გამოსვლის თარიღი დაასახელა.

ამერიკული კორპორაცია ”ეფლი” ახალ ”აიპადის” პლანშეტს 21 ოქტომბერს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ კორპორაცია წარმოადგენს მეექვსე თაობის ”აიპადს” და მესამე თაობის ”აიპად მინის”. ასევე ოპერატიულ სისტემა OS X Yosemite-ს, რომლის ინტერფეისიც ბოლომდე იქნება შეცვლილი. ”აიპადის” ეკრანი 9,7 დუიმი იქნება, ”აიპად მინის” - 7,9 დუიმი.

გარდა ამისა, "ეფლმა" თავის მომხმარებლებს iOS 8 შესთავაზა. გუშინ "ეფლის" ყველა კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გლობალურად განახლებადი მობილური ოპერატიული სისტემა. iOS 8 შესაძლებელია ჩამოტვირთოთ ”აიფონ 4S”-ზე, ”აიპად მინიზე, ”აიპოდ თაჩზე” და უფრო გვიანდელ ”ეფლის” მოდელებზე. ”ეფლის” სერვერების ძლიერი დატვირთვის გამო, გადმოწერა და დაყენება შეიძლება საათზე მეტხანს გაგრძელდეს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.