"იაგუარი" საქართველოშია!

ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის "ორი ვარსკვლავი" თბილისში

ლეგენდარული ბრიტანული ბრენდი საქართველოშია! "იაგუარის" ავტომობილების ახლოდან გაცნობის შესაძლებლობა ამიერიდან "ჯი თი მოტორსის" შოურუმში მოგეცემათ. კომპანიამ სულ ახლახან ბრენდის ორი მოდელი - XJ და F-TYPE წარუდგინა ქართველ ავტომოყვარულებს.

მანევრირებადი და ელეგანტური F-TYPE ჭეშმარიტად სპორტული ავტომობილია შეუდარებელი დინამიკურობით, შესანიშნავი მართვის სისტემით და ელვისებური რეაქციით. მძლავრი ძრავი, ალუმინის მსუბუქი ძარა და უახლესი ტექნოლოგიები მფლობელს მართვის განუმეორებელ შეგრძნებას განაცდევინებს.

იაგუარის მდიდრული სედანი XJ ცოცხალი გეგონებათ, რადგან ის თავს ცოცხალ არსებად აღიქვამს. XJ-ს მოცულობითი სალონი მყუდრო ატმოსფეროში დასვენებას გპირდებათ.

იხილეთ ვიდეო: "იაგუარი" საქართველოშია!