კომპანია ”გუგლმა” ახალი სმარტფონი Nexus 6 წარმოადგინა

კომპანია ”გუგლმა” ახალი სმარტფონის Nexus 6-ის პრეზენტაცია გამართა.

პროდუქტის წარმოებითა და გამოშვებით კომპანია ”მოტოროლა” იყო დაკავებული, ამიტომ თვითონ გაჯეტი გარეგნულად Moto X-ის უკანასკნელ მოდელს ჰგავს. ახალი სმარტფონის ეკრანი სპეციალური შუშით Gorilla Glass 3-ით არის დაფარული. გარდა ამისა, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინტეგრირებული მეხსიერების ორი ვარიანტი - 32 და 64 გეგაბაიტიანი.

სმარტფონის უკანა მხარეს Nexus-ის და Motorola-ს ლოგოტიპებია განლაგებული, ასევე კამერის ობიექტივი. ძირითადი კამერა 13 მეგაპიქსელიანია და დამატებითი, ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქციაც გააჩნია. ახალი ელექტრონული მოწყობილობა გუგლის პლატფორმის უკანასკნელ ვერსიაზე მუშაობს - Android 5.0 Lollipop.