"ფორდის" მარკის ავტომობილები ფეხით მოსიარულეებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება

ევროპაში ახალი სისტემა ამ წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.

საავტომობილო კონცერნი "ფორდი" გამუდმებით მუშაობს საკუთარი ავტომობილების უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებაზე. ამასთან ერთად, თავი უსაფრთხოდ არა მხოლოდ მანქანაში მყოფმა ადამიანებმა უნდა იგრძნონ, არამედ ქუჩაში მოსიარულეებმაც. ახალი სისტემა, სახელწოდებით Pre-Collision Assist, ფორდის ავტომობილებს, რადარისა და კამერის მეშვეობით, საშუალებას მისცემს დაინახოს არა მხოლოდ ახლოს მყოფი ობიექტები, არამედ ისინიც, რომლებიც მისგან დიდი მანძილით არიან დაშორებულები. ახალი სისტემის წყალობით, სახიფათო სიტუაციის დროს, ავტომობილი თვითონ გაააქტიურებს სამუხრუჭო სისტემას, რათა თავიდან აიცილოს, ან მინიმუმამდე დაიყვანოს ქვეითად მოსიარულესთან შეჯახების პროცესი.

ევროპაში ახალი სისტემა ამ წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი. იგი მყიდველებისთვის დამატებითი ოპციის სახით იქნება შეთავაზებული, რომელშიც მათ დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ, რომელსაც "ფორდის" ხელმძღვანელობა ჯერ არ ასახელებს.