Lancaster eBus - მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროავტობუსი

ავტობუსი 120 მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი

ჰიუსტონში გამართულ American Public Transportation Association (APTA) Expo-ს გამოფენაზე, ჩინურმა კომპანია BYD Motors-მა ელექტროავტობუსი წარმოადგინა, რომელიც ენერგიას 18 მეტრის სიგრძის აკუმულატორებისგან მიიღებს. კომპანია სიახლეს მსოფლიოში ყველაზე დიდ ელექტრო საშუალებას უწოდებს. ავტობუსი 120 მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი.

სატრანსპორტო საშუალება მოძრაობაში ელექტროძრავებით მოდის, რომლებიც ბორბლებზეა განთავსებული. ერთი ”დატენვით” ავტობუსს 270 კილომეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია.

აკუმულატორების წარმოების ტექნოლოგია უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს: ბატარეები არ არის მიდრეკილი აალებისკენ ძლიერი დაჯახების შემთხვევაშიც კი. ახალი ტრანსპორტის ”სიცოცხლის” ხანგრძლივობა 25 წელს უდრის.