ექსკლუზიური პორშე პანამერა 250 000 ევროდ

ლოს ანჯელესის ავტოშოუზე Porsche Panamera-ას შეზღუდული გამოშვების მოდელს გვიჩვენებენ.

ლეგენდარული ”პორშეს” ოთხკარიანი მოდელის განახლებას Exclusive Series დაარქვეს. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტირაჟში სულ 100 ეგზემპლარი ჩაეშვება. ავტომობილი აეწყო უკვე ექსკლუზიური, Panamera Turbo S Executive ბაზაზე. ყველა ავტომობილს ხელით, ექსკლუზიური ფერით შეღებავენ.

Panamera Exlusive Series-მა შავი ფერის 20-დიუმიანი დისკები და რადიატორის ცხაურა მიიღო, Sport Classis დიზაინით. ავტომობილის ინტერიერში მასალად უმაღლესი ხარისხის ტყავია გამოყენებული. სავარძლები ”პორშეს” ლოგოტიპით არის გაფორმებული, დეტალები კი ასევე ექსკლუზიური ფერებითაა შეღებილი.

იხილეთ სრულად