იაპონური მატარებელი 500კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება

იაპონურმა სარკინიგზო კომპანია Central Japan Railway-მ ახალი მაღალსიჩქარიანი სამგზავრო მატარებლის, Shinkansen-ის გამოცდა დაიწყო, რომელიც 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საგამოცდო ვადის პირველი დღის განმავლობაში, მატარებლის ბორტზე ასამდე მგზავრი იმყოფებოდა, რომლებსაც პირველად მოუწიათ 500კმ/სთ სიჩქარით მოსიარულე მატარებელში ყოფნა. აღსანიშნავია, რომ ახალი მატარებელი, ენერგიის ხარჯვის რაოდენობის მინიმალიზაციას, მაგნიტური ლევიტაციის დროს წარმოქმნილი ”მაგნიტური ბალიშის” მეშვეობით ახერხებს. ახალი მატარებელი ერთმანეთთან ქალაქებს: ტოკიოსა და ნაგოის დააკავშირებს. რკინიგზის ხაზის სიგრძე 286 კილომეტრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ იაპონია მაგნიტურ-ინდუქტიური ტრანსპორტის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერთა სიის სათავეშია მოქცეული.