მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო გემი ღია ზღვაში გავიდა

მშენებლობა მფლობელ კომპანიას 3 მილიარდი დოლარი დაუჯდა

მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო გემი ღია ზღვაში გავიდა. იგი სამხრეთ კორეიდან როტერდამისკენ მიემართება. გემი სახელად ”პიტერ შელტე”, რომელიც ოფშორული საბურღი პლატფორმების გადატანისთვისაა განკუთვნილი, როტერდამში დეკემბერში უნდა ჩავიდეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო გემის სიგრძე 382, ხოლო სიგანე 124 მეტრია. მისი მშენებლობა მფლობელ კომპანიას 3 მილიარდი დოლარი დაუჯდა. როგორც ცნობილია, გემი შვეიცარულ კომპანია Allseas-ს ეკუთვნის, რომლის მთავარ საქმიანობას წყალქვეშა მილების გაყვანა და წყალქვეშა მშენებლობები წარმოადგენს. როტერდამში გემი მისთვის აშენებულ მაასფლაქტის ზონაში გაემართება, სადაც გემისთვის სპეციალური მშრალი დოკია გამოყოფილი.