2030 წლისთვის იაპონელები წყალქვეშა ქალაქის მშენებლობას გეგმავენ

მაღლტექნოლოგიური ქალაქი 5 000 ადამიანზე იქნება გათვლილი

"ადამიანებმა აითვისეს უდაბნოები, ტყეები და დედამიწაზე არსებული სხვა ადგილები, მაგრამ დაივიწყეს ზღვები და ოკეანეები, რომლებიც პლანეტის ზედაპირის 71%-ს იკავებენ" - გაიფიქრა იაპონურმა კომპანია Shimizu Corporation-მა და ე.წ. ”მოცურავე” ქალაქების დიზაინი შექმნა.

მაღლტექნოლოგიური ქალაქი 5 000 ადამიანზე იქნება გათვლილი და შეძლებს, როგორც ზღვის ზედაპირზე ცურვას, ასევე მის სიღრმეებში. ახალი კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ტოკიოს უნივერსიტეტმა და იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტომ, რომელიც ზღვის ფსკერის შესწავლაზეა ორიენტირებული. საცხოვრებელი სისტემა, კომპანიის აზრით, ცუნამისა და მიწისძვრების დროს კარგი თავშესაფარი გახდება.

bpn

ჩანაფიქრის თანახმად, ჟანგბადის წარმოქმნა ნახშირორჟანგიდან მოხდება, ხოლო ტემპერატურაში სხვაობა და წნევის გამოყენება ელექტროენერგიის მისაღებად მოხდება. სპირალური კონსტრუქციის ღირებულება 25 მილიარდ დოლარს უტოლდება. პირველი ასეთი კომპლექსის მშენებლობა 2030 წლისთვის იგეგმება.