2014 წლის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევები

ზოგიერთმა ჩვენთვის კარგად ცნობილმა ტექნოლოგიამ, 2014 წელს მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა.

მოდით, გადავხედოთ 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიღწევებს:

1. მზის ენერგია

წლის დასაწყისში, კალიფორნიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელეტროსადგური ამუშავდა, რომელიც 392 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს და სრულიად საკმარისია, იმისთვის, რომ უწყვეტი ელექტროენერგია 140 000 სახლს მიეწოდებოდეს. 2014 წლის სექტემბრის მონაცემებით, მზის ენერგიის მეშვეობით გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 15,9 გიგავატი შეადინა, რაც 3,2 მილიონი სახლის უზრუნველსაყოფადაა საკმარისი და ორჯერ აღემატება 2013 წლის მონაცემებს.

2. 3D- პრინტერი

ეს წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო 3D-ბეჭდვის სფეროში, რომელიც მთელ მსოფლიოს ვირუსულად მოედო. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის განმავლობაში, ტექნოლოგია თითქმის, ყველაფრის საბეჭდად გამოიყენებოდა, მათ შორის: სკამების, ტანსაცმლის, უპილოტო თვითმფრინავების, ავტომობილების, სექს-სათამაშოების, სახლების და პროთეზების შესაქმნელადაც კი.

3. დამატებითი რეალობა

დამატებითი გრაფიკა, ხმები, შეხების შეგრძნება, სუნი და თქვენ ე.წ. დამატებით რეალობას მიიღებთ. Google Glass ლინზები მომხმარებელს დამატებით რეალობას სთავაზობს. გარდა ამისა, სათვალე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დააფიქსიროს ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, ჩაიწეროს ისინი ვიდეოზე ან გადაიღოს სურათები. გუგლის სათვალის მფლობელებს ასევე, შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების შესაძლებლობაც აქვთ.

4. ნეიროკომპიუტერული ინტერფეისები

2014 წლის მაისში, ბერლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, საზაფხულო სისტემების დინამიკის გუნდმა შეიმუშავა ტექნიკა, რომელიც პილოტს საშუალებას აძლევს, სიმულატორის საშუალებით მართოს თვითმფრინავი. ფრენა სიმულატორით ერთდროულად კარგიცაა და მხიარულიც. თუმცა, ტექნოლოგიის უფრო კეთილშობილური მიზნებით გამოყენებაცაა შესაძლებელი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა პროთეზის მართვა, რომელიც ადამიანის ნერვულ სისტემაზეა მიმაგრებული. ე.წ. ნეიროპროთეზები სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება და შეზღუდული შსაძლებლობების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, ხელოვნური კიდურები საკუთარი სურვილისამებრ მართონ.

5. ეგზოჩონჩხი

წელს ამერიკელმა სამხედროებმა ახალი კოსტუმი TALOS წარმოადგინეს, რომელიც მფლობელს ტყვიისგან იცავს და საშუალებას აძლევს, დიდი სიმძიმეები აწიოს. თუმცა, კოსტუმი მხოლოდ სამხედროებისთვის არაა განკითვნილი, მათი გამოყენება შშმ პირებსაც შეუძლიათ. გარდა ამისა, 2014 წელს დაანონსებული იყო ახალი ”ორთაბრძოლა”, რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იღებენ. ისინი, ზემოთ აღნიშნული მოწინავე ტექნოლოგიის დახმარებით, რობოტიზირებული კიდურების ამოძრავებას შეძლებენ. პირველი ღონისძიება 2016 წელსაა დაგეგმილი.