"ფეისბუქი" ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლას აპირებს

კორპორაცია "ფეისბუქმა", სპეციალური კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაციის გავრცელების გზების გართულება გახდა.

ამგვარად, სოციალურმა ქსელმა საკუთარ მომხმარებლებს საშუალება მისცა, დროშით მონიშნონ ნიუსები, რომელთა სისწორეც საეჭვოდ მიაჩნიათ. როგორც კორპორაციაში ფიქრობენ, ეს ხელს შეუშლის დეზინფორმაციის გავრცელებას. თუმცა, ასეთი დროშით მონიშნული სიახლეების მოხსნას "ფეისბუქი" არ გეგმავს, უბრალოდ ამას საიტის ადმინისტრაცია "გაითვალისწინებს".

"შეტყობინება, რომელსაც მომხმარებლების დიდი რაოდენობა ცრუდ მიიჩნევს, შეზღუდულად გამოჩნდება სიახლეების გვერდზე", - ნათქვამია განცხადებაში.