100 წელი მოძრაობაში საწვავის მოხმარების გარეშე

ატომური ავტომობილის კონცეპტი

ავტომობილებს თორიუმზე (მძიმე ნაკლებრადიაციული მეტალი) მუშაობა რომ შეეძლოთ, მათი ავზის შევსების საჭიროება არ იარსებებდა. ამ შემთხვევაში, ავტომობილები საწვავის გათავებამდე ადრე დაძველდებოდნენ. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, აღნიშნული ავტომობილის კონცეფცია უკვე გამოჩნდა ავტოინდუსტრიაში.

კომპანია Laser Power Systems-მა შექმნა ავტომობილის კონცეფცია, აღჭურვილი ძრავით, რომელიც მენდელეევის სისტემის III ჯგუფის ელემენტის მძიმე, ნაკლებ რადიაქტიული მეტალით, თორიუმით მუშაობს. თორიუმი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მეტალია: 1 გრ. თორიუმი შეიცავს 20 მლნ-ჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ანალოგიური წონის ნახშირის ნატეხი, და უფრო მეტი ენერგიის გამოყოფა შეუძლია, ვიდრე 28000 ლიტრ ბენზინს. სწორედ ეს ხდის თორიუმს ენერგიის იდეალურ წყაროდ.

Laser Power Systems-ის გენერალური დირექტორი, ჩარლს სტივენი ვერ იძლევა გარანტიას, რომ თორიუმის ძრავი ახლო მომავალში გამოჩნდება ავტომობილებში, გამომდინარე იქედან, რომ კომპანია Laser Power Systems-ის მიზნებში არ შედის ავტომობილების წარმოება. Laser Power Systems-ი ქმნის ლაზერს თორიუმის ბაზაზე და მათ აღმოაჩინეს, რომ ის წარმოქმნის არა სინათლის სხივს, არამედ სითბურ ტალღას. რამაც გადააწყვეტინა მათ, რომ ეს ეფექტი გამოყენებულიყო ძრავის შექმნის კონცეფციაში. აღნიშნული აღმოჩენით აქტიურად დაინტერესდნენ ავტომწარმოებლები და დღეს მიმდინარეობს გამოგონების საფუძვლიანად შესწავლა.

რამდენიმე ათწლეული გაივლის, ვიდრე მსხვილი ავტოკომპანიები, რომლებიც დღეს უზარმაზარ შემოსავალს იღებენ ბენზინზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებით, შეუდგებიან სხვა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ძრავების კონსტრუქციების განხილვას და შემუშავებას.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩვეულებრივი კონდენციონერის ზომის თორიუმის ტურბინა, მთელი რიგი შენობების იაფი ელ-ენერგიით უზრუნველყოფას შეძლებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიები სულ უფრო ხშირად დგამენ ნაბიჯებს ახალი, ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების კონცეპტების შექმნისკენ. კომპანია Tesla Motors-ი რამდენიმე წელია აქტიურად აწარმოებს ელექტრომობილებს, ელექტრომობილების წარმოების ფერხულში აქტიურად ჩაება სხვა ავტომწარმოებელი კომპანიები, როგორიცაა: Mitsubishi Motors-ი, Citroen-ი, BMW, Renault-ი და სხვა. ასევე Toyota 2016 წელს გეგმავს მსოფლიოში პირველი, წყალბადის ავტომობილის სერიულად წარმოებას.

ვინ გაიმარჯვებს ამ ტექნოლოგიურ და მეცნიერულ რბოლაში, ამას დრო და მომავალი გვიჩვენებს.

ვასო ურუშაძე, კოალიცია ”საზოგადოებრივი ინიციატივა”