YouTube-ი საბავშვო აპლიკაციას უშვებს

უფასო ვიდეოაპლიკაციის ჩამოტვირთვა 23 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი

YouTube-ი საბავშვო აპლიკაციას უშვებს. სპეციალურად მცირეწლოვნებისთვის შექმნილი აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება "სმარტფონებით" და "ტაბლეტებით". უფასო ვიდეოაპლიკაციის ჩამოტვირთვა 23 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. აპლიკაცია, გარდა იმისა, რომ ბავშვებისათვის გასართობი საშუალება იქნება, მშობლებს მისცემს შესაძლებლობას აკონტროლონ ისინი, მაგალითაც თამაშის დრო და დააყენონ ამისთვის ე.წ "ტაიმერი".

YouTube-ი ახალი პროდუქტის პრეზენტაციას ორშაბათს საბვაშვო გასართობი ინდუსტრიის კონფერენციაზე გეგმავს.