Apple-ის საათი მანქანის გასაღებს ჩაანაცვლებს

ახალი საათი გაყიდვაში აპრილში გამოვა.

კომპიუტერული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის განცხადებით, მალე გაყიდვაში გამოვა Apple-ის საათი, რომელიც მანქანის გასაღებს ჩაანაცვლებს, მისი ელემენტი კი მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს.

როგორც ბრიტანულ გამოცემა ”ტელეგრაფთან” ინტერვიუში ტიმ კუკმა განაცხადა, ახალი პროდუქტის ელემენტის დატენვას იმაზე ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე iPhone-ის ელემენტს სჭირდება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის - Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საათი საკრედიტო ბარათის როლსაც შეასრულებს, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ Apple Pay-ს აპარატით გადახდისას იქნება შესაძლებელი.

”როიტერის” ცნობით, Apple -ის საათის პრეზენტაცია სავარაუდოდ, 9 მარტს დაგეგმილ Apple-ის ღონისძიებაზე შედგება და სწორედ იქ გაირკვევა, კონკრეტულად რა ფუნქციები ექნება ახალ ჭკვიან საათს. გაყიდვაში კი საათი აპრილში გამოვა.