"ენდორფინი" მუშაობას დროებით აჩერებს - "მხოლოდ ხარისხი და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი"

ენდორფინის ყველა ფილიალი 15 სექტემბრიდან მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ენდორფინის ყველა ფილიალი 15 სექტემბრიდან დროებით აჩერებს მუშაობას. როგორც ჩანს, მხოლოდ ხარისხი და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი რომ კომპანიამ მოგებაზე იმუშაოს.

"ენდორფინი" გააგრძელებს მუშაობას, როდესაც ვნახავთ გამოცდილ ბიზნეს პარტნიორ მენეჯერს, რომელსაც ესმის კვების "ნოუანსები" და მოკლედ, ეს საქმე, კარგად რომ გამოიყენოს ჩვენი ინვესტიცია და რესურსი, მაგრამ კომპანია ამუშაოს მოგებით.

მოკლედ გვჭირდება პარტნიორი მენეჯერი და არა უბრალოდ ხელფასზე დასაქმებული მენეჯერი",-აცხადებენ კომპანიაში.

"ენდორფინი" ბიზნეს პარტნიორობით დაინტერესებულ პირებს, მოუწოდებს, რომ საკუთარი რეზიუმე კომპანიის მეილზე გააგზავნონ.

ნინი ქეთელაური