2022 წლის 1-ელ ნახევარში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი.

მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა.

თაია არდოტელი