„საქართველოს მოსახლეობა თვიდან თვემდე საშუალოდ 10%-ით ღარიბდება“

„საქართველოს მოსახლეობა თვიდან თვემდე საშუალოდ 10%-ით ღარიბდება,“ ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ემიგრაციის დიდი ნაკადი თავიდან ბოლომდე გამოწვეულია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით.

საქართველოში გვაქვს 10.9% - იანი ინფლაცია.

საქონლისა და მომსახურების ფასი, რასაც მოვიხმართ თვიდან თვემდე საშუალოდ 10% - ით ძვირდება.

საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი ოფიციალურად 1448 ლარია, ხოლო რეალური პოპულაციით (საშუალო ჰარმონიული შეწონილით) საშუალო ხელფასი 956 ლარს შეადგენს.

მხოლოდ ამ სამი ეკონომიკური პარამეტრის კორელაციით საქართველოს მოსახლეობა თვიდან თვემდე საშუალოდ 10% - ით ღარიბდება.

არსებულ ეკონომიკურ პარამეტრებში ადამიანს შემოსავალი საარსებოდაც არ ყოფნის. (სურსათი, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და ა.შ)

ძლიერი ეკონომიკის გარეშე, არცერთ ქვეყანას არ აქვს პოზიტიური მომავალი,“- წერს აბესაძე.