გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 350 მილიარდი ევროა საჭირო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევის შეფასებით, უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 350 მილიარდი ევროა საჭირო.

მედიის ინფორმაციით, რობერტ ჰაბეკმა აღნიშნული განცხადება „დიდი შვიდეულის“ ვაჭრობის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც ბრანდენბურგის მხარეში, ნეიჰარდენბერგის ციხესიმაგრეში მიმდინარეობს.

ომის პერსპექტივების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „ახლა შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ის შეიძლება დასრულდეს თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვებით“.

ღონისძიებას უკრაინის ვაჭრობის მინისტრი იულია სვირიდენკოც ესწრება.