უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე გერმანია ლიდერობს

მსოფლიოში უძრავი ქონებით ვაჭრობის მხრივ ყველაზე პოპულარული ქვეყანა გერმანიაა.

კვლევითი კომპანია CBRE-ის მონაცემებით, 2015 წელს რითეილერთა 40% მაღაზიების გახსნას სწორედ გერმანიაში გეგმავს. ამავე კვლევის თანახმად, გერმანიას მოსდევს დიდი ბრიტანეთი, რომელიც რითეილერთა 33%-ს იზიდავს, საფრანგეთში კი მაღაზიების გახსნას რითეილერების 31% აპირებს.

როგორც CBRE-ის ანგარიშშია აღნიშნული, საერთაშორისო რითეილერებს გერმანია ძირითადად ქვეყნის მასშტაბით მაღალი სამომხმარებლო შესაძლებლობების მქონე 30 მსხვილი ქალაქის ათვისებით იზიდავს.

რაც შეეხება რითეილერებს შორის დიდი ბრიტანეთის პოპულარობას, საერთაშორისო რითეილერების მხრიდან სავაჭრო დაწესებულებების გახსნის მოთხოვნა უმეტესად ლონდონზე მოდის. დიდი ბრიტანეთს მცირედით ჩამორჩება საფრანგეთი, რომელიც რითეილერებს რამდენიმე ქალაქითა და ქვეყნის მასშტაბით არსებული უამრავი სავაჭრო ცენტრით იზიდავს.