აშშ ევროკავშირისთვის გათხევადებული გაზის მიწოდებას ზრდის

აშშ აქტიურად ზრდის ევროპაში გათხევადებული გაზის მიწოდებას. ამის შესახებ LPG სააგენტოს Argus-ის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე 8 აგვისტოს მდგომარეობით, ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში იმპორტი აღემატება მთელი წინა წლის მაჩვენებელს.

„გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,98 მლნ ტონა, ხოლო 2022 წლის 8 აგვისტოსთვის ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 4 მილიონ ტონას. წლის ბოლომდე ველოდებით 7 მლნ ტონა მიწოდებას,“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საშუალოთვიურმა მიწოდებამ იანვარ-ივლისში 533 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2021 წელს 332 ათასი ტონა იყო.

„ეს ნიშნავს, რომ ამერიკული გაზი სულ უფრო მეტ წილს იკავებს ევროპის გაზით მომარაგებაში,“ - დასძინა მან.

კოკა კვირკველია