ექსპორტის ზრდის მიუხედავად იაპონიაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რეკორდულ  ნიშნულზეა

იაპონიაში მიმდინარე წლის აგვისტოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2,817 ტრილიონი იენი (19,6 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ მოწმობს იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იაპონიაში იმპორტის მოცულობამ 49,9%-ით მოიმატა და 10,879 ტრილიონი იენი (76 მლრდ დოლარი) შეადგინა. თავის მხრივ 22,1%-ით გაიზარდა ექსპორტიც, რომელმაც 0,06 ტრილიონი იენი შეადგინა (56,3 მლრდ დოლარი).

ამასთან, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 90,3%-ით არის გაზრდილი ნავთობის, 140%-ით თხევადი გაზის და 241%-ით ქვანახშირის იმპორტი.

აღსანიშნავია, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი უკვე ზედიზედ 13 თვეა ფიქსირდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს პირველ რიგში დაკავშირებულია იენის დოლართან გაუფასურებით, რაც ბოლო 24 წლის მინიმალური დონეა და ამავდროულად ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდა.

კოკა კვირკველია