FT: აშშ და ევროკავშირი მიიღებენ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც  რუსებს გადახდების განხორციელებაში ეხმარება

აშშ და ევროკავშირი აპირებენ ზომების მიღებას მესამე პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ფინანსური ოპერაციების დროს. ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ისინი აპირებენ კონცენტრირება მოახდინონ იმ პირებზე, რომლებიც არიან შუამავლები და ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ეხმარებოდნენ მოსკოვს შეექმნათ გადახდების პარალელური ქსელები.

გარდა ამისა, აშშ და ევროკავშირი აპირებენ ზომების მიღებას იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ საექსპორტო კონტრაქტების განხორციელებაში, ან დასავლური სანქციების ქვეშ მოხვედრილი სამხედრო ინვენტარისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტში.

გაზეთის ინფორმაციით, სპეციალური ზომები იქნება მიღებული ასევე იმ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთში პროგრამულ უზრუნველყოფაში, ელექტრონულ ვაჭრობასა და კიბერუსაფრთხოებაში.

კოკა კვირკველია