ხელვაჩაურში, სოფელ ქედქედში ახალი სკოლა გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქედქედის სკოლა სრულად ადაპტირებულია და გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი. საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 1 700 000 ლარი დაიხარჯა.

აჭარის მთავრობის ცნობით, რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელოებით.