ეკონომიკის აღდგენის მიზნით, ხელისუფლება მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე გადადის.
ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა ქვეყნის მოსახლეობას "ქამრების შემოჭერისკენ" მოუწოდა.
ბრაზილიის პირველი პირის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მიზნით, ხელისუფლება მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე გადადის. "ეკონომიის პროცესი იმდენ ხანს გასტან, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი ეკონომიკის დასტაბილურებისთვის", - განაცხადა დილმა რუსეფმმა ტელემიმართვაში.
ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ეკონომიის რეჟიმის შედეგები მხოლოდ 2016 წლისკენ გახდება შესამჩნევი. გასულ კვირას, ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციასთან ბრძოლის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთი 12,75%-მდე აწია, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მაქსიმუმია. თებერვალში ბრაზილიის ინფლაციამ 12-წლიან მაქსიმუმს - 7,4%-ს მიაღწია.