„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, სოფელ ნიგვზიანთან წარწერით - „გაზპრომი“ ვაგონები დგას

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, სოფელ ნიგვზიანთან წარწერით - ,,გაზპრომი“ ვაგონები დგას.

მათივე ინფორმაციით, ყველა ვაგონი დატვირთულია, დალუქულია და შესაძლოა, საქართველოში დაიცალოს ან ტრანზიტული იყოს.

ოპოზიციის წევრების თქმით, სანქცირებული კომპანიის ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა შემოდიოდეს.

,,ის რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თანამშრომლობს ოკუპანტ რუსეთთან, ამაზე არავინ დაობს. ტვირთი, რომელიც აქ დგას, სანქცირებულია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ . ,,გაზპრომი“ გამოგდებულია ყველა ევროპული ქვეყნიდან. ვაგონები დღისით, მზისით საქართველოში დგას. ახლა გამოვა ეკონომიკის მინისტრი და სუსულელეებს, აბსურდს ილაპარაკებს, რომ ეს ვაგონი კი არის ,,გაზპრომის“, მაგრამ შიგნით არასანქცირებული ნავთობი ასხია და ა. შ. ,,გაზპრომის“ მოწილე საერთოდ მართავს ამ ქვეყანას და მისი ტვირთი აქ რომ დადიოდეს, ეს არც მიკვირს“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ასკურავამ.