საპარტნიორო ფონდი რუხის სავაჭრო ცენტრის პროექტზე მუშაობს

საპარტნიორო ფონდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტზე მუშაობას გაზაფხულზე დაასრულებს, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აშენდება.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციური იქნება, სადაც სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები და სხვა სახის ობიექტებიც განთავსდება. აქვე იქნება ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად საპარტნიორო ფონდი სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული მშენებლობის დეტალური პროექტირების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის თანახმად, ცენტრის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.