საქართველოში ხილის, თხილისა და ბოსტნეულის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, წელს საქართველოში საკვები ხილის, თხილისა და ბოსტნეულის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა ბოლო 9 წლის განმავლობაში.

იმპორტის შემცირების ტენდენციამ მხოლოდ 3 წელი გასტანა, 2019 წლიდან 2021 წლამდე. 2022 წელს იმპორტი 19 მლნ დოლარით გაიზარდა ბოლო 3 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამ ცვლილებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია ბანანმა, რომელიც იმპორტირებული ხილია. 19 მლნ დოლარის მატებიდან დაახლოებით 7 მლნ დოლარი სწორედ ბანანზე მოდის.

საქართველოში ხილის, თხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა სია საკმაოდ მოკლეა. ქართული იმპორტის თითქმის მთელი ნაწილი განპირობებულია იმპორტის ზრდით თურქეთიდან, +9 მლნ დოლარი წინა 3 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და ბანანის მთავარი მომწოდებელი ეკვადორიდან + 7 მლნ დოლარი.

საქართველოს მოთხოვნა უცხოურ პროდუქტებზე რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა გაზარდა: ბოლო თვეებში ადგილობრივი ვალუტის გამყარება მნიშვნელოვანი იყო - მყარი ვალუტა ნიშნავს მეტი უცხოური საქონლის ყიდვას, მაშინაც კი, თუ დოლარის ფასი საერთაშორისო ბაზარზე არ შემცირდება. ოფიციალური ვაჭრობის მონაცემებიდან თუ გადავხედავთ ფასებს, არის გარკვეული რყევები, ზოგიერთი საქონელი გაძვირდა, მაგრამ ზოგადად, საშუალო იმპორტის ფასი დიდად არ შეცვლილა.

დიდი როლი ითამაშა დიდი სუპერმარკეტების ქსელების განვითარების ტენდენციამაც. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამინდმაც, რადგან პროდუქციის უმეტესობისთვის მოსავლის აღების პერიოდი გადაიდო, რამაც იმპორტის ფანჯარა გააფართოვა.

ეკა დარჩიაშვილი