იანვარ-აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 2.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, ტურიზმიდან შემოსავლებმა აგვისტოში 522 945 221 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26.7% აჭარბებს, (110,158,684 აშშ დოლარი), 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324 158 964 (+163.1%) აშშ დოლარით.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, იანვარი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 141 568 321 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოსთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1 437 776 241 (+204.3%) აშშ დოლარით.

თაია არდოტელი