ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის ახალი, 600 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტის ოფიციალური დამტკიცების შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის ოფიციალურად დამტკიცების შესახებ განაცხადა.

„600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეს პაკეტი მოიცავს დამატებით იარაღს, საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას აშშ-ის თავდაცვის უწყების მარაგებიდან“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, დახმარების ამ პაკეტით შეერთებული შტატების მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობის პერიოდში უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ღირებულება, ჯამში, დაახლოებით 15.8 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

„შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინას, საგულდაგულოდ არის მორგებული, რათა მაქსიმალური გავლენა მოახდინოს ბრძოლის ველზე და გააძლიეროს უკრაინის პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან, როცა შესაფერისი დრო დადგენა“, - აღნიშნა ბლინკენმა.