Samsung-ი СО2 ემისიების განულების მიზნით 5 მლრდ დოლარს დახარჯავს

სამხრეთ კორეული ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია Samsung Electronics Co. ახალ ეკოლოგიურ სტრატეგიას (Scope 1 და Scope 2 ) აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კომპანია აპირებს 2050 წლისთვის გაანულოს მავნე ემისიები და ამასთან, წარმოებაში დანერგოს განახლებადი ენერგია. აღნიშნულ ინიციატივებზე კომპანია აპირებს დახარჯოს 5,03 მლრდ დოლარი.

რაც შეეხება კონკრეტულ გზებს, ამ მიზნის მიღწევისთვის, ის მოიცავს როგორც განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენებას, ასევე ტექნიკური გაზების გამოყენების შემცირებასა და საწარმოო ხაზების გამართვას უკვე 2030 წლისთვის. ასევე გეგმავს წარმოებაში გამოყენებული წყლის მეორადად გამოყენებას.

Greenpeace-ის აზიის ორგანიზაციაში თვლიან, რომ Samsung-ის მიზნები და ამბიციები არასაკმარისია. მათი აზრით, სამხრეთ კორეული კომპანია ამ მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის კონკურენტებს - Apple-ს, Sony-სა და Intel-ს.

კოკა კვირკველია