Apple-მა ”ჭკვიანი საათის” ღირებულება გაამხილა

”ჭკვიანი საათის” მინიმალური ღირებულება 349 დოლარი იქნება

კომპანია Apple-მა სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე Apple Watch-ის ფასი გაამხილა. ”ჭკვიანი საათის” მინიმალური ღირებულება 349 დოლარი იქნება და Apple-ის მოყვარულები ამ თანხის სანაცვლოდ 38-მილიმეტრი ეკრანის მქონე Watch Sport-ს შეიძენენ, 44 მმ-იანი დიაგონალური დისპლეის მქონე საათში კი 50 დოლარით მეტის გადახდა მოუწევთ.

”სტანდარტული” Apple Watch 549 დოლარიდან 1099 დოლარამდე ეღირება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის განაცხადებით, ფასი დამოკიდებული იქნება საათის ქამარისა და სამაჯურის ხარისხზე. ყველაზე ძვირადღირებული კი ოქროს კორპუსის მქონე Watch Edition იქნება, რომლის შეძენის მსურველებს მის სანაცვლოდ 10 ათასიდან 17 ათას დოლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ.

”ჭკვიანი საათი” მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად ნახოს და უპასუხოს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მიიღოს შემომავალი ზარები, წაიკითხოს ელექტრონული ფოსტა, მოუსმინოს მუსიკას და თვალი ადევნოს ახალ ამბებს, საათს ასევე გააჩნია გულის რითმის სენსორი. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სასტუმროს ნომრის ელექტრონული კარის გაღების დროსაც.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ”ჭკვიანი საათი” გაყიდვაში 24 აპრილიდან გამოვა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და კანადაში.

ანალიტიკოსთა პროგნოზით, მიმდინარე წელს კომპანია 14 მილიონ საათს გაყიდის.