საქართველოდან სომხეთში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ აღნიშნულ ქვეყანაში

სომხეთში ექსპორტი თითქმის, გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 7 თვეში საქართველოდან 251,532 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც 1,9-ჯერ აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს. 2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტმა 128,121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება, სომხეთიდან იმპორტს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 7 თვეში, აღნიშნული ქვეყნისგან საქართველომ 341,954 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 272,178 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, რას ვყიდით და ვყიდულობთ სომხეთში.

ტოპ-10 საქონელი, რომელიც წელს 7 თვეში საქართველოდან სომხეთში გავიდა:

  • მსუბუქი ავტომობილები - 32,639 მლნ აშშ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 12,106 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 10,941 მლნ აშშ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 10,783 მლნ აშშ დოლარი
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისგან - 7,029 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 6,446 მლნ აშშ დოლარი
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 5, 620 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5, 258 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 4,849 მლნ აშშ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 4,821 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 საქონელი, რომელიც წელს 7 თვეში საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 248,696 მლნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატები სხვა - 14,000 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - 13,804 მლნ აშშ დოლარი
  • ელექტროენერგია - 10,236 მლნ აშშ დოლარი
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან - 7,912 მლნ აშშ დოლარი
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 7,569 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 6,014 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები მოლიბდენის - 3,969 მლნ აშშ დოლარი
  • შტეინი სპილენძისა; სპილენძი საცემენტაციო - 2,623 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1,822 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური