როგორ გამოიყურება ბრედ პიტის 100 მილიონ დოლარიანი უძრავი ქონების პორტფოლიო

ბრედ პიტი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია, რომელმაც ჰოლივუდის ინდუსტრიაში, თუ ზოგადად, კინოსამყაროში საკუთარი ნიშა ნამდვილად დაიმკვიდრა და მომავალი ათეული წლებიც სავარაუდოდ, მასზე ისაუბრებენ.

People Magazine-ის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ფლობს მრავალ ჯილდოს, მათ შორის, ოსკარს, ოქროს გლობუსსა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს. იგი ცნობილია თავისი გატაცებებით. სამსახიობო კარიერის გარდა ბრედ პიტი წლების განმავლობაში სერიოზულად არის დაინტერესებული შიდა ინტერიერის დიზაინით და ალბათ, სწორედ ამანაც განაპირობა მისი უზარმაზარი უძრავი ქონების პორტფოლიოს განსაკუთრებულობა.

წლების განმავლობაში მან შეიძინა სასახლეები ლოს-ანჯელესში, სამხრეთ საფრანგეთსა და ნიუ ორლეანში, რომელთაგან ბევრს ჯერ კიდევ ფლობს. მოდით გადავხედოთ ვარსკვლავის 100 მილიონი დოლარის უძრავი ქონების პორტფელს.

dfsgetu-1663330486.jpg

კარმელი, კალიფორნია

Wall Street Journal-ის თანახმად, მისი 40 მილიონ დოლარიანი შესყიდვა ბაზრის ფარგლებს გარეთ, კალიფორნიის პლაჟის ამ ძვირფას მონაკვეთზე, არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგება რეგიონის ისტორიაში. იგი აშენდა 1918 წელს და ცნობილია, როგორც D.L. ჯეიმს ჰაუსი.

რეზიდენცია, რომელიც დააპროექტა სახელგანთქმულმა არქიტექტურულმა ჯგუფმა Greene and Greene, შექმნილია ადგილობრივად მოპოვებული გრანიტისა და ქვიშაქვისგან. ნაწილობრივ ის კლდეშია გამოკვეთილი. მას აქვს ხმელთაშუა სტილის სახურავი და თაღიანი ფანჯრები.

fvszejr5aezrj-1663330578.jpg

ლოს ანჯელესი

სწორედ 1994 წელს, როდესაც ბრედ პიტი გამოჩნდა ფილმებში "შემოდგომის ლეგენდები" და "ინტერვიუ ვამპირთან", მსახიობმა ლოს ფელიზის რეზიდენცია შეიძინა და მასში 1,7 მილიონი დოლარი გადაიხადა.

გარდა ამ ხუთოთახიანი, 5760 კვადრატული ფუტის რეზიდენციისა, პიტმა ორი ახლომდებარე სახლი პერიოდში 380,000 და 475,000 დოლარად იყიდა. 2003 წელს მან ძირითადი საცხოვრებელი სახლი 740 000 დოლარად გაყიდა, ახლოს მდებარე პატარა სახლები კი დაიტოვა.

2008 და 2009 წლებში კი პიტმა ორ მეზობელ ოროთახიან რეზიდენციას 1.28 მილიონი და $1.1 მილიონი დოლარი დაახარჯა. ქონება, რომელიც ბრედ პიტს სულ დაახლოებით, 5 მილიონი დოლარი დაუჯდა, ახლა მოიცავს დაახლოებით, 2 ჰექტარს და მინიმუმ ოთხ შენობას. მას აქვს მთავარი რეზიდენცია, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტი და სკეიტ პარკი.

dfgrwszahru-1663330722.jpg

გოლეტა, კალიფორნია

დაახლოებით, 22 წლის წინ, როდესაც პიტი ჯენიფერ ენისტონზე დაქორწინდა, წყვილმა დასვენება სანტა ბარბარას ოლქში დასასვენებელი რეზიდენცია შეიძინა.

Architectural Digest-ის თანახმად, მსახიობმა სანტა ბარბარას მახლობლად მდებარე, ოკეანის პირას არსებულ 11,5 ჰექტარის ფართობის სახლში 4 მილიონი დოლარი გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრედ პიტი ამ ლოკაციაზე ანჯელინა ჯოლისთან ქორწინების პერიოდშიც ცხოვრობდა.

fhryrdxju6r4u-1663331739.jpg

საფრანგეთის სამხრეთი

გარდა ამისა, სახლის კოლექციონერი ფლობს ფრანგულ შატოს. 1200 ჰექტარი ფართობის ქონება, რომელიც ცნობილია, როგორც მირავალი, პიტმა 2008 წელს, 60 მილიონ დოლარად შეიძინა.

2019 წელს, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ვილა იურიდიული დავის საგანი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქ აგებულია მრავალი ვილა, ჩამწერი სტუდია, სამლოცველო, შიდა და გარე აუზები, ფიტნეს ცენტრი, სპა და თეატრი. ასევე, არის ველოსიპედის ბილიკი და ვიდეო თამაშების ოთახი ბავშვებისთვის. საკუთრებაში ასევე განთავსებულია ზეთისხილის კორომები, მარნები, კერძო აუზი, ვერტმფრენები და გიგანტური ვენახი.

fvbgrevazbaz-1663331841.jpg

ნიუ ორლეანი, LA

2006 წელს, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში პიტმა სასახლე 5 მილიონ დოლარად იყიდა. დაახლოებით, 1850 წლის ქონება მან და ანჯელინა ჯოლიმ იმ დროს შეიძინეს, როდესაც პიტმა ნიუ ორლეანის განადგურებულ მეცხრე უბანში სახლების ასაშენებლად ფონდი დააარსა.

კრიტიკის მიუხედავად, საქველმოქმედო ორგანიზაციამ ააშენა 150-ზე მეტი საცხოვრებელი. 2016 წელს პიტმა ექვსოთახიანი საცხოვრებელი 4,9 მილიონ დოლარად გაყიდა.

fsdeftwgwy-1663332080.jpg

მალიბუ, კალიფორნია

2005 წელს ვარსკვლავმა მალიბუს ზღვისპირა სასახლე შეიძინა, რომელსაც შემდგომ რემონტი დასჭირდა.

ხუთოთახიანი სახლი, რომელიც მან აღადგინა, შეიცავს ბუხრებს, ჩოგბურთის კორტს და კერძო სანაპიროს. 2011 წელს გარემონტებული სასახლე, მან 12 მილიონ დოლარად გაყიდა.

dweghuj-1663332169.jpg

ბევერლი ჰილსი, კალიფორნია

ანისტონმა და პიტმა ქორწინების დროს ბევრლი ჰილზსში მდებარე ვილა 12,5 მილიონ დოლარად იყიდეს.

რეზიდენცია 1934 წელს "დოქტორი ჯეკილი და მისტერ ჰაიდის" მსახიობისა და ოსკარის მფლობელი ფრედრიკ მარჩისთვის აშენდა. მისი არქიტექტორი უოლას ნეფი იყო. ვილაში ენისტონმა და პიტმა მნიშვნელოვანი რემონტი ჩაატარეს.

Wall Street Journal-ის თანახმად, სასახლე აღჭურვილი იყო მარმარილოს იატაკით სამზარეულოში, ბარის ოთახით და ხის იატაკით, რომელიც შემოტანილია 200 წლის ფრანგული შატოდან. 2006 წელს, მათი განშორების შემდეგ, მათ გაყიდეს ნორმანდიის სტილის 12 000 კვადრატული ფუტის ფართი. წლების შემდეგ, მდიდრული ქონება 56 მილიონ დოლარად გაიყიდა.

sxeuwuwdidi-1663332243.jpg

ოზარკების სახლის ტბა

ამბობენ, რომ პიტმა, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი მისურიში გაატარა, ოზარკებში უზარმაზარი სახლი ააშენა. თუმცა, ოფიციალურად ფაქტი არასდროს დადასტურებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, უზარმაზარი ქონების მშენებლობა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "პენსმორი", 2011 წელს დაიწყო. სასახლეს აქვს 13 საძინებელი, 14 აბაზანა და სხვა თანამედროვე კომფორტი.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი