დავით ნარმანია: "ქამრების შემოჭერასთან" ნაგავმზიდების შეძენა კავშირში არ არის

"ქამრების შემოჭერასთან" ნაგავმზიდების შეძენა არანაირ კავშირში არ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მერია ნაგავმზიდების შეძენას აპირებს, რათა დედაქალაქში ნარჩენების მართვის თვალსაზრისით მდგომარეობა გააუმჯობესოს. "ამ თვალსაზრისით, ჩვენ ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ და ვფიქრობთ, ლიზინგის წესით შევიძინოთ, რათა შემდგომ წლებში გადავიხადოთ ფული. წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გვქონია ნაგავმზიდი მანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი დაფინანსება. 2500-მდე ახალი ნაგვის კონტეინერი შევიძინეთ, რომელიც ეტაპობრივად ჩამოდის და ამ თვალსაზრისითაც ქალაქში მდგომარეობას ვაუმჯობესებთ. "ქამრების შემოჭერასთან" ნაგავმზიდების შეძენა არანაირ კავშირში არ არის", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.