გაიცანით მდიდარი მასკები - რამდენ მილიონს ფლობს ელონ მასკის ოჯახის თითოეული წევრი

ელონ მასკი მისი ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელმაც დამოუკიდებლად შექმნა კომპანიები, დააგროვა სიმდიდრე და მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მისი ოჯახის წევრების ფინანსური წარმატება კი დიდწილად მასზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჯასტინ მასკი, რომელიც მილიარდერის ყოფილი მეუღლეა, დღეს მილიონებს სწორედ ელონის დამსახურებით ფლობს. რამდენიმე მილიონამდე გასავლელი გზა, ოჯახის სხვა წევრებმაც ელონის დახმარებით გაიარეს.

ელონის და ტოსკა, რომელიც ცნობილია საქველმოქმედო კამპანიებით, არის კინორეჟისორი.

CNBC-ის ცნობით, ელონი და მისი ძმა, კიმბალი ახალგაზრდობაში რამდენიმე მცირე ბიზნესზე ერთად მუშაობდნენ. ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებული პოზიციონირების შედეგად, ასევე გამდიდრდნენ ელონის ნათესავებიც.

წარმოგიდგენთ ელონ მასკის ოჯახის წევრების წმინდა ქონებას.

fhtrdkf-c5o-1663332645.jpg

ჯასტინ მასკი - 3 მილიონი დოლარი

კანადელი მწერლის ჯასტინ მასკის ქონება 3 მილიონი დოლარია. ის არის ელონ მასკის ყოფილი მეუღლე, რომელმაც ქმრის გვარი დაიტოვა დღემდე. ჯასტინი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, თანადამფუძნებელი, პროდუქტის არქიტექტორი და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორია.

თავისი გამოქვეყნებული ნამუშევრებით და TED x პრეზენტაციებით, მან მნიშვნელოვანი საარსებო წყარო გამოიმუშავა. მისი ყველაზე გაყიდვადი ნამუშევრებია სერიალები- Blood Angel და Lord of Bones.

2008 წელს, ჯასტინ მასკს (ვილსონი) განქორწინების შემდეგ მიენიჭა Tesla-ს აქციების 10%. ილონმა მას მისცა 2 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, მომდევნო 17 წლის განმავლობაში კი ალიმენტის სახით, თვეში 000 დოლარს უხდის.

df-rgbeasj54irik-1663332660.jpg

ლინდონ რივი - 5 მილიონი დოლარი

ლინდონ რივი არის სამხრეთ აფრიკელი მეწარმე და ის იყო SolarCity-ის აღმასრულებელი დირექტორი მისი დაარსებიდან, 2002 წლიდან 2016 წლამდე. SolarCity მომხმარებელს PV სისტემებსა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

თავის ძმასთან, პიტერთან ერთად, რივმა 2006 წელს გამოუშვა SolarCity. რივის და ელონ მასკის დედები ტყუპები არიან. ლინდონ რივის ქონება 5 მილიონი დოლარია.

fhcyrstj6iw-1663332676.jpg

მაიე მასკი - 20 მილიონი დოლარი

კანადელ-სამხრეთ აფრიკელი მოდელი მაი მასკი, გავრცელებული ინფორმაციით, 20 მილიონ დოლარს ფლობს.

მაიე მასკი 1948 წლის აპრილში, კანადაში დაიბადა. იგი არის ილონ მასკის, კიმბალ მასკისა და ტოსკა მასკის დედა. მაიე მასკი მოდელად მუშაობდა და მას უამრავი ცნობილი ჟურნალის გარეკანი აქვს დამშვენებული. 73 წლის მაი მასკი დღესაც მისაბაძი მაგალითია.

gtreazr54k-xio-1663332691.jpg

ტოსკა მასკი - 169,4 მილიონი დოლარი

ტოსკამ 2017 წელს დააარსა Passionflix, რომელიც ძირითადად ქალებზე ორიენტირებული Netflix-ია. საიტი სპეციალიზირებულია რომანტიკულ კომედიებზე. The New York Times-ის თანახმად, საზოგადოებას ახლა შეუძლია სერვისზე წვდომა თითქმის 150 ქვეყანაში.

48 წლის რეჟისორს ასევე აქვს წარმატებული კარიერა. გადაღებული აქვს ფილმები ქსელებისთვის, როგორიცაა Passionflix, Lifetime და Hallmark.

როგორც Saving Advice იტყობინება, ტოსკას წმინდა ქონება 2018 წელს $169,4 მილიონი იყო.

hytesjhnyo-1663332708.jpg

კიმბალ მასკი - 500 მილიონი დოლარი

კიმბალ მასკი არის ეროლისა და მაიე მასკის ვაჟი, ელონის უფროსი ძმა. ის არის Tesla-ს აქციონერი.

Zip2, პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა, რომელიც მან თავის ძმასთან, ელონ მასკთან ერთად 1995 წელს დააარსა, 1999 წელს Compaq-მა 307 მილიონ დოლარად შეიძინა.

კიმბალი ასევე არის სამხრეთ აფრიკელი რესტავრატორი, შეფ-მზარეული და ბიზნესმენი, რომლის ქონება 500 მილიონი დოლარია.

იგი არის The Kitchen Restaurant Group-ის მფლობელი, რომელსაც აქვს დაწესებულებები კოლორადოს, ჩიკაგოს, მემფისის, კლივლენდისა და ინდიანაპოლისის შტატებში.

ghrxdshtrsz46tik-1663332718.jpg

ილონ მასკი – 250,5 მილიარდი დოლარი

ილონ მასკი ცნობილია იმით, რომ დააარსა მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიების ფირმები. მათ შორისაა, Tesla, რომელიც აწარმოებს ელექტრომობილებს, თვითმმუხტავ იახტებს და SpaceX - რომელიც კოსმოსურ ტურიზმს ავითარებს.

Bloomberg -ის თანახმად, მასკის თითქმის, 16%-იანი საკუთრება Tesla-ში, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 144 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი