რეპერმა კანიე ვესტმა Gap-თან 10-წლიანი კონტრაქტი დროზე ადრე გაწყვიტა

კანიე ვესტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროზე ადრე გაწყვიტოს კონტრაქტი ამერიკულ რითეილ კომპანიასთან Gap. შეთანხმება 2020 წელს გაფორმდა და ის 10 წელზე იყო გათვლილი. მომღერალმა კომპანია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რომელიც ითვალისწინებდა Yeezy Gap ხაზის განვითარებას. ქსელმა დროულად არ გამოსცა ახალი კოლექცია და არ გახსნა პარტნიორული მაღაზიები, წერს The Wall Street Journal-ი.

ვესტის თქმით, კონტრაქტი ითვალისწინებდა Yeezy Gap კოლექციის 40%-ით ოფლაინ-მაღაზიებში გაყიდვას 2021 წლის მეორე ნახევრიდან, ხოლო 2023 წლის ივლისისთვის ქსელს უნდა გაეხსნა 5 Yeezy Gap-ის საცალო მაღაზია. ამ დრომდე არცერთი მაღაზია არ არის გახსნილი.

როგორც Forbes USA წერს, კომპანია Gap თანახმაა კონტრაქტის გაწყვეტაზე. ოფიციალურ წერილში წერია, რომ მხარეები იზიარებენ პროგრესული მოდისა და უტილიტარული სამოსის შექმნას, თუმცა მუშაობენ არაშეთანხმებულად.

ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ვესტმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ აპირებდა თანამშრომლობის შეწყვეტას Gap და adidas-თან და აცხადებდა, რომ „დროა მარტოს განეგრძო გზა“. ეს ნორმალურია, მე ამ კომპანიებს შემოსავლები გავუზარდე.

„ჩვენ მოვიფიქრეთ სამოსი, რომელიც მთლიანად ცვლის ტანსაცმლის ინდუსტრიას. თუმცა ჩემთვის მოვიდა დრო შევქმნა ახალი ინდუსტრია. ამიერიდან არანაირი კომპანიები არ ჩადგება ჩემსა და ჩემს აუდიტორიას შორის,“- განაცხადა რეპერმა.

აღსანიშნავია, რომ Gap-თან თანამშრომლობა 2030 წელს უნდა დასრულებულიყო. Yeezy Gap-ის პირველი კოლექცია 2021 წელს წარმოადგინეს და ის მალევე გაიყიდა. ამ ხაზის გაყიდვები გახდა რეკორდული რითეილერის ყველა პროდუქტს შორის.

კოკა კვირკველია