ფეროშენადნობების ექსპორტი წელს რეკორდულ ნიშნულზეა - სად იყიდება ქართული პროდუქცია

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ ნაწარმის ექსპორტმა იანვარ-აგვისტოში 354.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წლის მაჩვენებელს, 265.4 მილიონს, 33.4%-ით აღემატება.

წინა წელთან შედარებით 15.3%-ით უფრო ნაკლები, 165.7 ტონა ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, თუმცა გაიზარდა ღირებულება, გაძვირდა პროდუქტი, რაც, თავის მხრივ, ექსპორტიდან შემოსავლის მაჩვენებელზეც აისახა.

ტოპ-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგნაირია:

  • აშშ - 170.99 მლნ;
  • რუსეთი - 93.16 მლნ;
  • თურქეთი - 20.86 მლნ;
  • იტალია - 7.42 მლნ;
  • უკრაინა - 5 მლნ;
  • აზერბაიჯანი - 4.42 მლნ;
  • საფრანგეთი - 3.12 მლნ;
  • ესპანეთი - 2.94 მლნ;
  • გაერთიანებული სამეფო - 1.56 მლნ;
  • იორდანია - 1.14 მლნ.

ცნობისთვის, ფეროშენადნობები საქართველოსთვის ერთ-ერთ წამყვან საექსპორტო საქონელს წარმოადგენს და 2021 წლის მონაცემებით, სპილენძის მადნების შემდეგ ქვეყნის მთლიან ექსპორტში 11.3%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებდა.

კახი ჩაკვეტაძე