აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

მათი ცნობით, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და მათი მოგვარების გზები დასახეს.

დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.