რომელია 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ქროსოვერები

ანალიტიკურმა სააგენტომ Focus2move-მა გაავრცელა 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ქროსოვერების რეიტინგი. სეგმენტში SUV ლიდერობას განაგრძობს Toyota RAV4, რომელიც წლის პირველ ნახევარში 371 ათას ეგზემპლარად გაიყიდა და ბაზრის 2,5%-იანი წილი დაიკავა. თუმცა, მიუხედავად ლიდერობისა, ის გასული წლის შედეგს ჩამორჩება, როცა ჯამში 1,13 მლნ RAV4, ანუ ნახევარ წელიწადში 566 ათასი გაიყიდა.

მეორე ადგილზე გავიდა Hyundai Tucson-ი, რომლის 273 ათასი ერთეული გაიყიდა, რაც წილობრივად 1,8%-ია. სამეულს ხურავს Kia Sportage 221 ათასით და 1,5%-იანი წილით.

რეიტინგში შემდგომ ადგილებზე არიან:

  • Wuling Hongguang Mini EV - 202 ათასი;
  • Volkswagen Tiguan – 202 ათასი;
  • Toyota Highlander - 186 ათასი;
  • Honda CR-V - 181 ათასი;
  • Mazda CX-5 - 171 ათასი;
  • Mercedes GLC - 166 ათასი;
  • BYD Song - 163 ათასი.
კოკა კვირკველია