ტოპ-15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია

მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 169 794, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 742 247 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 213 261 ვიზიტორი;
  • სომხეთი - 138 471 ვიზიტორი;
  • თურქეთი - 103 548 ვიზიტორი;
  • საუდის არაბეთი - 41 913 ვიზიტორი;
  • საქართველო (არარეზიდენტი) – 34 870 ვიზიტორი;
  • ბელარუსი - 26 486 ვიზიტორი;
  • ისრაელი - 24 125 ვიზიტორი;
  • უკრაინა - 19 838 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი - 19 509 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი - 16 623 ვიზიტორი;
  • ირანი - 15 244 ვიზიტორი;
  • გერმანია - 8 055 ვიზიტორი;
  • პოლონეთი - 5 893 ვიზიტორი;
  • ინდოეთი - 5 467 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი - 4 823 ვიზიტორი.
თაია არდოტელი