შვეიცარიამ რუსეთთან საგადასახადო ინფორმაციის გაცვლა შეაჩერა

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ რუსეთთან საგადასახადო ინფორმაციის გაცვლა შეაჩერა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

2021 წლის ბოლოს, შვეიცარია რუსეთიდან გადარიცხული თანხების ოდენობით ლიდერი გახდა: რუსეთის ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მაშინ გადარიცხვებმა 8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

საგადასახადო ინფორმაციის ავტომატურ გაცვლაზე რუსეთი და შვეიცარია 2019 წელს შეთანხმდნენ, რაც ძალაში იმავე წლის ოქტომბერიდან შევიდა. ამ საკითხზე მხარეები მოლაპარაკებებს 2017 წლიდან მართავდნენ.

შვეიცარიის ფინანსთა ფედერალური დეპარტამენტი რუსეთში მონაცემების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა, რის მიზეზადაც კორუფციის მაღალ დონეს და პერსონალური მონაცემების სუსტ დაცვას ასახელებდა. 2017 წელს შვეიცარიის პარლამენტმა რუსეთთან საგადასახადო ინფორმაციის ავტოგაცვლა მხოლოდ 10 ხმით დაამტკიცა.

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას შეუერთდა. ევროკავშირის გადაწყვეტილებისთანავე, 16 სექტემბერს, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ რუსებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებულ პროცედურა შეაჩერა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ