BTU-ში ახალი სადოქტორო პროგრამა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდება

BTU-ში ახალი სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ განხორციელება გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით იწყება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველია ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული სადოქტორო პროგრამა განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში BTU-მ შეთანხმება გააფორმა ევროპის მოწინავე საუნივერსიტეტო და კვლევით დაწესებულებებთან. მათ შორისაა: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ესტონეთი), კორუნიას უნივერსიტეტი (ესპანეთი), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია), ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები). თანამშრომლობის შესახებ ახლახან შედგა თანხმობა პორტოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა (პორტუგალია) და ესპანეთის ბიზნესისა და მარკეტინგის სკოლასთან.

აღნიშნულ საუნივერსიტეტო და კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა მოიცავს საჯარო სექტორში ციფრული მმართველობის დანერგვის შესაძლებლობებისა და მათში ხელოვნური ინტელექტის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის კვლევას, აგრეთვე სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა თანახელმძღვანელობასა და გაცვლითი კვლევითი სტაჟირებების განხორციელებას.

პროგრამის მიზანია საქართველოსთვის პრიორიტეტულ საჯარო სექტორებში (იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, აგრარული, ციფრული ეკონომიკის, ციფრული დიპლომატიის სფეროში) ახალი ცოდნის აღმოჩენა, ციფრული მმართველობის დანერგვისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობის სტრატეგიულ კვლებზე მუშაობა და მკვლევრებისთვის შესაბამისი უნარების განვითარება. შესაბამისად, სადოქტორო პროგრამა მიმართულია საჯარო მმართველობის სფეროში მკვლევრის მომზადებაზე, რომელიც ციფრული მმართველობისა და ციფრული პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს და შეძლებს ციფრული მმართველობის განვითარებას შესაბამის სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

სადოქტორო პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაცია არის „საჯარო მმართველობის დოქტორი“.

პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 აკადემიური წელს შეადგენს.

პროგრამაზე საბუთების მიღება 20 სექტემბრიდან დაიწყება და 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

(R)