ტოპ-10 ადგილობრივი პროდუქტი, რასაც საქართველო ყიდის

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 571.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2 პროცენტით გაიზარდა და 2 487.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ტოპ-10 ადგილობრივი პროდუქტის ჩამონათვალი, რასაც საქართველო ყიდის, ასე გამოიყურება:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 683.8 მლნ აშშ დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 365.1 მლნ აშშ დოლარი;
  • აზოტოვანი სასუქები - 192.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 146 მლნ აშშ დოლარი;
  • ელექტროენერგია - 73.9 მლნ აშშ დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 65.7 მლნ აშშ დოლარი;
  • სპირტიანი სასმელები - 62.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 59.6 მლნ აშშ დოლარი;
  • ოქრო - 57.1 მლნ აშშ დოლარი;
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 53.6 მლნ აშშ დოლარი.

თაია არდოტელი