რამდენს შეადგენს საშუალო ანაზღაურება უკრაინაში ომის პერიოდში

კიევის დასაქმების სამსახურის მონაცემებით, უკრაინაში საშუალო ხელფასი 10 ათას გრივნას, საშუალოდ 290,9 დოლარს შეადგენს.

თუმცა, არც ისე მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, ვისი შემოსავლებიც გაცილებით მაღალია. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მაღალი ხელფასი პროგრამული უზრუნველყოფის თანამშრომლებს აქვთ და ეს რიცხვი 110 ათას გრივნას უტოლდება, რაც 2 980 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის თვიური შემოსავალი 62,5 ათასი გრივნა ანუ 1 693 დოლარია.

„ზოგიერთი თანამშრომლის ხელფასი 30 ათასი გრივნადან ანუ 812 დოლარიდან იწყება. კომპიუტერული სისტემების ინჟინერი - 35 ათასი გრივნა ანუ 948 დოლარიდან, ცენტრალიზებული ბუღალტერიის ხელმძღვანელი - 31 ათასი გრივნადან ანუ 840 დოლარიდან, მაღაზიის მენეჯერი - 30 ათასი გრივნა ანუ 812 დოლარიდან“, - აღნიშნავს დეპარტამენტი.

ეკა დარჩიაშვილი