პარლამენტი გენერალური აუდიტორის პოსტზე ცოტნე ყავლაშვილის არჩევის საკითხს 20 სექტემბერს განიხილავს

პარლამენტი 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გენერალური აუდიტორის პოსტზე ცოტნე ყავლაშვილის არჩევის საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის.

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.

გენერალურ აუდიტორის პოსტზე ასარჩევად ცოტნე ყავლაშვილი, რომელიც ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

მის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი მექვაბიშვილს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა - 20 სექტემბერს ეწურება.