რუსეთში ექსპორტი 8.5%-ით გაიზარდა - რას ვყიდით ჩრდილოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით

2022 წლის იანვარ-აგვისტოში სააქართველოდან რუსეთში ექსპორტი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 409 253 700 აშშ დოლარი, ხოლო გასული წლის იანვარ-აგვისტოში - 377 070 700 აშშ დოლარი იყო.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ფეროშენადნობები - 101 102 500 აშშ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 90 382 500 აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – 34 262 000 აშშ დოლარი;
  • სპირტიანი სასმელები - 34 129 800 აშშ დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 28 580 500 აშშ დოლარი.

თაია არდოტელი