ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახალი ავიაკომპანია დაიწყებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ნოემბრიდან, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.

თაია არდოტელი