"თიბისი ბანკის" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა მეწარმეებს საგანმანათლებლო პროექტს სთავაზობს

"თიბისი ბანკის" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტს სთავაზობს.

"თიბისი ბანკის” ინფორმაციით,  "თიბისი ბიზნეს აკადემია" ყველასათვის ხელმისაწვდომი, უფასო აპლიკაციაა, რომელიც ბიზნესის საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს საშუალებას მისცემს საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა ვირტუალურ რეჟიმში შეიძინონ და ბიზნესის მართვის მოწმობა მოიპოვონ.

მათივე ინფორმაციით, ბიზნეს აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ მსმენელებს ვირტუალურ სამყაროში, ვებ-აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ: მოისმინონ ლექციები, გაეცნონ მასალებს ბიზნესის მართვის, ფინანსების საფუძვლებისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ; ისწავლონ ბიზნეს გეგმის შემუშავება და რეალურად მოემზადონ ბიზნესის დასაწყებად; სპეციალური ტესტების საშუალებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და მიიღონ ელექტრონული სერთიფიკატები და მედლები.

"ბიზნესის ხელშეწყობა "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ახალი პროექტი, "თიბისი ბიზნეს აკადემია". დარწმუნებული ვარ, ამ აპლიკაციის მეშვეობით დამწყები თუ მოქმედი ბიზნესმენები ბევრ სასარგებლო ცოდნას მიიღებენ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნეს-სექტორის და მთლიანად ქართული ეკონომიკის გაძლიერების საქმეში", - აცხადებს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

"თიბისი ბიზნეს აკადემია" ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.tbcbusiness.ge. აკადემიაში ჩარიცხვა შესაძლებელია Facebook-ის ან ელფოსტის მეშვეობით.