ილონ მასკს Starlink-ის ჩართვა ირანშიც სურს

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი აცხადებს, რომ აპირებს თხოვნით მიმართოს აშშ-ს ხელისუფლებას, დართოს გამონაკლისი სანქციების პოლიტიკაში და ნება დართოს ინტერნეტ-ქსელ Starlink-ის ირანში მუშაობაზე.

"Starlink-ი სთხოვს ამოიღონ ირანთან დაკავშირებით სასანქციო პოლიტიკიდან კომპანია, რათა დაიწყოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება ირანისთვის“, - დაწერა ილონ მასკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

მანამდე Starlink-მა საკუთარ გვერდზე გაავრცელა დაფარვის რუკა, საიდანაც ირკვევა, რომ ქსელი უახლოს მომავალში არ აპირებს მუშაობა დაიწყოს ავღანეთში, ბელარუსში, ვენესუელაში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბაში, რუსეთსა და სირიაში.

ცნობისთვის, ქსელი Starlink ეკუთვნის კომპანიას SpaceX, რომელიც ილონ მასკის დაარსებულია.

კოკა კვირკველია