ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა - ის რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა. ის რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ბანკში აყვანილ მძევლებს საკუთარ მოთხოვნებს აცნობს, ისინი კი მის მოთხოვნებს ტელეფონით იწერენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ორი მძევალი გაათავისუფლა.

შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 2 საათის წინ შეიჭრა.

ბანკთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.